ჯო ბაიდენის ადმინისტრაცია აცხადებს, რომ აშშ რუსეთს დიდ შვიდეულში არ მიიწვევს. ამის შესახებ თეთრი სახლის პრესმდივანმა ჯენ ფსაკიმ განაცხდა. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.
ჯენ პსაკის თქმით, რუსეთისთვის დიდი შვიდეულის შემადგენლობაში შესვლის თაობაზე ნებისმიერი შესაძლო შეთავაზება ჯგუფის ყველა წევრთან შეთანხმებით მოხდება.
ცნობისთვის, რუსეთი დიდი შვიდეულის წევრი 2014 წლის ყირიმის ანექსიამდე იყო.