ისრაელში ზელენსკის შესაძლო ვიზიტის შესახებ ახალი დეტალები ხდება ცნობილი

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა დმიტრო კულებამ იტალიურ გამოცემა la Repubblica-სთან ინტერვიუში განაცხადა, რომ ვოლოდიმირ ზელენსკის ისრაელში ვიზიტზე უარი არ განუცხადეს, არამედ, თარიღების შეთანხმება სთხოვეს.


„თავს უარყოფილად არ ვგრძნობთ. მათთან [ისრაელთან] ვიზიტი „ჰამასის“ თავდასხმის შემდეგ ეგრევე განვიხილეთ, და მათ გვითხრეს, რომ დალოდება მოგვიწევს. მაშინ თელ-ავივში არცერთ უცხო ლიდერს არ ელოდნენ. ახლა ფაზა შეიცვალა,“ - განაცხადა კულებამ.

ისრაელის მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ ზელენსკის ვიზიტზე უარი განუცხადეს. უკრანის პრეზიდენტს რომ ისრაელში ჩასვლას სურს, ამის შესახებ გამოცემა Axios-ი წერდა.