საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრებმა თელ-ავივის გრან სლემზე გუნდური პირველი ადგილი მოიპოვა

საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრებმა თელ-ავივის გრან სლემზე ვაჟთა შორის 2 ოროს, ერთი ვერცხლის და 4 ბრინჯაოს მედალი მოიპოვა და გუნდური პირველი ადგილი დაიკავა. ლაშა ბექაური თელ-ავივის გრან სლემის გამარჯვებული გახდა.

გელა ზაალიშვილი თელ-ავივის გრან სლემის გამარჯვებული გახდა. ნუგზარ ტატალაშვილმა, გურამ თუშიშვილმა, ბექა ღვინიაშვილმა და ილია სულამანიძემ ბრინჯაოს მედალი მოიპოვეს.