რუსეთში სასამართლომ Credit Suisse-ის 20,9 მილიონი დოლარის აქტივები დააყადაღა

რუსეთის სააპელაციო სასამართლომ დროებითი ზომები დაუწესა Credit Suisse-ს (UBSG.S) და დაადგინა, რომ შვეიცარიული ბანკის მიერ რუსეთში 20,9 მილიონი აშშ დოლარის ოდენობის თანხების დაყადაღება შესაძლებელია. კერძოდ, სასამართლომ განაცხადა, რომ 10,1 მილიონი ევროს (10,65 მილიონი აშშ დოლარი) და 10,25 მილიონი აშშ დოლარის ექვივალენტური თანხები უნდა დაყადაღდეს.


მოსკოვის საარბიტრაჟო სასამართლოს ადრინდელი გადაწყვეტილება გაუქმებულია. მის მიერ ადრე გამოტანილი გადაწყვეტილება კალუგაში დაფუძნებულმა რუსულმა კრედიტორმა Gazenergobank-მა გაასაჩივრა.


სასამართლომ ბანკ Credit Suisse-სა (მოსკოვი) და Credit Suisse Securities-ის (მოსკოვი) აქციების თითქმის 100%-ის დაყადაღების შესახებ ბრანება გასცა.

Credit Suisse-მა კომენტარის გაკეთებაზე უარი თქვა. საქმეზე შემდეგი სხდომა 16 ნოემბერს არის ჩანიშნული.

სასამართლოს მასალების მიხედვით, „გაზენერგობანკმა“ ჯერ ივლისში სცადა „Credit Suisse AG“-ის აქტივების დაყადაღება, მაგრამ შემდეგ სასამართლომ მოთხოვნა უსაფუძვლოდ მიიჩნია, ვინაიდან ბანკმა არ წარმოადგინა საკმარისი მტკიცებულება დროებითი ზომების შემოღების აუცილებლობის შესახებ.