„ორივე მხარემ უნდა გამოიჩინოს ლიდერობა და პასუხისმგებლობა, რათა სიტუაცია დაბრუნდეს იქ, სადაც უნდა იყოს. მე ჩემს კოლეგებთან ერთად ვმუშაობ იმაზე, რომ მდგომარეობა დასტაბილურდეს და მხარეები მოლაპარაკების მაგიდას დაუბრუნდნენ“, - ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა კარლ ჰარცელმა ჟურნალისტებს განუცხადა.
კარლ ჰარცელმა ასევე ისაუბრა საქართველოს კონსტიტუციის დღესთან დაკავშირებით.
„ჩემთვის დიდი პატივია, ვიყო ამ ღონისძიების ნაწილი, სადაც საქართველოს პირველი კონსტიტუციის 100 წლის იუბილე აღინიშნება. ჩემთვის, როგორც ევროპელისთვის ეს იყო კონსტიტუცია, რომელიც აღფრთოვანებას იწვევს. კონსტიტუციის კითხვისას ნათელია ძალიან ნათელი მესიჯი, რომ საქართველო დიდი ევროპული ოჯახის ნაწილია. ამ კონსტიტუციას ძალიან პროგრესული ხასიათი ჰქონდა, ის ქალებსა და კაცებს თანაბარ შესაძლებლობებს ანიჭებდა. ასევე უნდა აღინიშნოს კანონის უზენაესობა, ადამიანის უფლებები, თავისუფალი შეკრების უფლება, სიტყვის თავისუფლება, მედიის თავისუფლება. ჩემთვის და ჩემი ევროპელი კოლეგებისთვის ძალიან დიდი პატივია დღეს აქ ვიყოთ. „დიდი მადლობა“ ყველას და ვულოცავ ქართველ ხალხს ამ დღეს“, - აღნიშნა ჰარცელმა.