ნიკოლოზ სამხარაძის თქმით, ინდოეთთან და სამხრეთ კორეასთან თავისუფალი ვაჭრობის თემაზე მოლაპარაკებები სრულდება, იაპონიასთან ამ თემაზე მუშაობა შეჩერებულია

საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ ნიკოლოზ სამხარაძემ განაცხადა, რომ ინდოეთთან და სამხრეთ კორეასთან თავისუფალი ვაჭრობის თემაზე მოლაპარაკებები სრულდება. ამის შესახებ საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ ნიკოლოზ სამხარაძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა, სადაც საქართველო-ჩინეთთან ურთიერთობის საკითხთან დაკავშირებით, ინტერპელაციის წესით, ილია დარჩიაშვილს მოუსმინეს.

სამხარაძეს შეკითხვა ჩინეთთან, ინდოეთთან, იაპონიასთან და სამხრეთ კორეასთან ვაჭრობისა და ხალხთაშორისი კავშირების გაღრმავების შესახებ 2020 წელს მიღებულ რეზოლუციასთან დაკავშირებით დაუსვეს.


მისი თქმით, საქართველოს ჩინეთის სახალხო რესპუბლიკასთან ისედაც ჰქონდა ღრმა პარტნიორული ურთიერთობა. მათ შორის, თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება, რაც გულისხმობდა, რომ ახალ დონეზე ურთიერთობების აყვანას.

„ის რომ მთავრობას სჭირდებოდა ამის პარლამენტთან შეთანხმება, არის უადგილო, რადგან პარლამენტს მთავრობისთვის ეს პირდაპირ ჰქონდა დავალებული,“ - განაცხადა სამხარაძემ.

სამხარაძის განცხადებით, „რაც უფრო მეტი სტრატეგიული პარტნიორობის შეთანხმება ექნება საქართველოს სხვადასხვა სახელმწიფოსთან, მით უკეთესი იქნება ქვეყნის ეროვნული ინტერესების დაცვისთვის.“


ნიკოლოზ სამხარაძის თქმით, ინდოეთთან და სამხრეთ კორეასთან თავისუფალი ვაჭრობის თემაზე მოლაპარაკებების სრულდება.

ინდოეთთან მიმდინარეობს ახლა მუშაობა თავისუფალი ვაჭრობის თემაზე, სადაც არის დასრულდება და ხელი მოეწერება. კორეის რესპუბლიკასთანაც იგივე ხდება; იაპონიასთანაც ვიცით, რომ ამ თემაზე მუშაობა შეჩერებულია იმიტომ, რომ იაპონური მხარე ემზადება ზოგადად, თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებებთან დაკავშირებით ახალი ხედვის წარმოსადგენად და ეს ჩემი იაპონიის ვიზიტის დროსაც დადასტურდა," - განაცხადა სამხარაძემ.

ცნობისთვის, ჩინეთსა და საქართველოს შორის თავისუფალი ვაჭრობის შესახებ ხელშეკრულებას 2017 წელს მოეწერა ხელი.