რატომ არის ასე უღმერთოდ ძვირი მედიკამენტები? - ელისაშვილი ტიკარაძეს

„იქნებ ამ ტრიბუნიდან მე ერთ მოქალაქეს გამცეთ პასუხი, ვიცი, მთელ საქართველოსაც ეს აინტერესებს, რატომ არის ასე უღმერთოდ ძვირი ჩვენთან მედიკამენტები? - ამ შეკითხვით დეპუტატმა ალეკო ელისაშვილმა ჯანდაცვის მინისტრობის კანდიდატს ეკა ტიკარაძეს გაერთიანებული კომიტეტების სხდომაზე მიმართა, სადაც მინისტრობის კანდიდატებს უსმენდნენ.

„რატომ არის ასეთ ფასები? ალბათ იცით, რომ პენსიონერები მთელ პენსიას ლამის აფთიაქებში ტოვებენ და გროშები რჩებათ ხოლმე იმისთვის, რომ წამლებთან ერთად იყიდონ საკვებიც. ვიცით მაგალითები, რომ გვერდით ქვეყნებში უფრო იაფი ღირს მედიკამენტები. რა შეიძლება გაკეთდეს იმისთვის, რომ ასე ცეცხლი არ ეკიდოს მედიკამენტებს?“, - მიმართა ელისაშვილმა ტიკარაძეს.