თბილისში, ხუდადოვის ქუჩაზე, საცხოვრებელ კორპუსში გაჩენილი ხანძარი ლიკვიდირებულია.
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, ხანძარი გაჩენილი იყო ოთხსართულიანი საცხოვრებელი კორპუსის სახურავზე და იყო ცეცხლის გავრცელების საშიშროება. მათივე ცნობით, მეხანძრე-მაშველებმა დროულად მოახერხეს, უსაფრთხოების მიზნით საცხოვრებელი სახლებიდან მოსახლეობის ნაწილის გამოყვანა.
„ხანძრის შედეგად ორი მოქალაქე მსუბუქად დაშავდა. მათ აღენიშნებათ მცირე დამწვრობა და ჭრილობა ხელზე. დაშავებულებს სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფმა ადგილზე აღმოუჩინა პირველადი დახმარება. მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება“, - აღნიშნულია განცხადებაში.