ოპოზიცია 25 თებერვალს დაგეგმილ აქციას აუქმებს  და აცხადებს, რომ ხელისუფლებას უკან დასახევად სივრცეს აძლევს

ოპოზიცია 25 თებერვალს დაგეგმილ აქციას აუქმებს და აცხადებს, რომ ხელისუფლებას უკან დასახევად სივრცეს აძლევს. ამის შესახებ ლიეტუვის სეიმის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის, ჟიგიმანტას პავილიონისთან ერთობლივ ბრიფინგზე გახდა ცნობილი, რომელიც ლიეტუველი პოლიტიკოსის საქართველოში ვიზიტის დასრულებისას გამართა.

„იმისთვის, რომ ჩვენ, როგორც უაღრესად პასუხისმგებლობის სავსე პოლიტიკურმა სპექტრმა ვიზრუნოთ, რომ ამ ქვეყნის პოლიტიკური და დემოკრატიული მომავალი გადავარჩინოთ მზად ვართ მოლაპარაკებების შეთავაზების პარალელურად კვლავ მივცეთ ვადა კომპრომისისთვის ხელისუფლებას და გადავდოთ დაანონსებული აქცია. იმისთვის, რომ დასხნდნენ მოლაპარაკების მაგიდასთან, იმისთვის, რომ შეარულონ, მათ შორის ჩვენი პარტნიორების მოთხოვნები",- განაცხადა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ხატია დეკანოიძემ ერთობლივ ბრიფინგზე.