აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა გაერთიანებულ სამეფოს, ფინეთისა და ლიეტუვისთვის იარაღის პოტენციური მიყიდვა დაამტკიცა.
კერძოდ, სახელმწიფო დეპარტამენტმა მხარი დაუჭირა გაერთიანებული სამეფოსთვის 957,4 მილიონი დოლარის ღირებულების “მიწა-ჰაერის“ კლასის რაკეტების პოტენციურ მიყიდვას.
დეპარტამენტმა ასევე დაამტკიცა ფინეთისთვის 500 მილიონი დოლარის ღირებულების 150 მოწინავე ანტირადიაციული მართვადი რაკეტის პოტენციური მიყიდვა.
ასევე სახელმწიფო დეპარტამენტმა დაამტკიცა 36 მოწინავე საშუალო დიაპაზონის “ჰაერი-ჰაერის“ კლასის რაკეტის პოტენციური მიყიდვა ლიეტუვისთვის.