1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.7052 ლარი გახდა. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.7052 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.6997 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებით 0.0055 ლარი შეადგინა.
რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 2.8607 ლარია. დღეს მოქმედი კურსი 2.8703 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0096 ლარი შეადგინა.
დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები ძალაში ხვალ შევა.