არსებობს იდეა, რომ სტუდენტების მიღების დროს უნივერსიტეტებს საშუალება ექნებათ, ერთიანი ეროვნული გამოცდის ქულასთან ერთად გაითვალისწინონ სკოლის საშუალო ნიშანი, რეკომენდაციები მასწავლებლებისგან და კლასგარეშე მუშაობის გამოცდილება.
განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრობის კანდიდატის, მიხეილ ჩხენკელის თქმით, ეს მიდგომა განიხილება მიდგომა
„ვიხილავთ ასეთ მიდგომას, რომ უნივერსიტეტებმა რეფორმირებული ეროვნული გამოცდების ქულასთან ერთად გაითვალისწინონ სხვა კომპონენტები, როგორიცაა, საშუალო ნიშანი ან რეკომენდაციები, ან შესაძლებელი იყოს კლასგარეშე მუშაობის გათვალისწინება.. მე ჩამოვთვალე ის მეთოდები, რაც ამერიკაში ხდება და კარგად მუშაობს ამერიკის უმაღლესებისთვის… ჩვენც შეგვიძლია ანალოგიური მოდელი დავნერგოთ“, - განაცხადა მიხეილ ჩხენკელმა.
ახლანდელი მოდელით, უმაღლეს სასწავლებლებში სტუდენტი მხოლოდ ერთიან ეროვნულ გამოცდებზე მიღებული შედეგით მიიღებიან.