გუტერეში მის განცხადებაზე ისრაელის რეაქციით “შოკირებულია“

გაეროს გენერალურმა მდივანმა ანტონიო გუტერეშმა განაცხადა, რომ ის "შოკირებულია" რეაქციით, რომელიც ისრაელსა და „ჰამასს“ შორის ომის შესახებ მის განცხადებას მოჰყვა.

ის ამბობს, რომ აშკარად დაგმო ისრაელის მიმართ განხორციელებული "ტერორისტული აქტები", რომლის დროსაც ასევე განაცხადა, რომ თავდასხმები "ვაკუუმში" არ მომხდარა.

„შოკირებული ვარ უშიშროების საბჭოში ჩემი გუშინდელი განცხადების არასწორი ინტერპრეტაციით - თითქოს მე ვამართლებდი "ჰამასის" ტერორისტულ აქტებს. ეს ტყუილია, ეს პირიქით იყო... მე მკაფიოდ განვაცხადე, ვციტირებ: ცალსახად ვგმობ 7 ოქტომბრის შემზარავ და უპრეცედენტო ტერორისტულ აქტებს ისრაელში "ჰამასის" მიერ. ვერაფერი გაამართლებს მშვიდობიანი მოსახლეობის განზრახ მკვლელობას, დაჭრას და გატაცებას - ან სამოქალაქო სამიზნეების წინააღმდეგ რაკეტების გაშვებას.


ნამდვილად, მე პალესტინელი ხალხის წყენაზე მე ნამდვილად ვისაუბრე და ასევე მკაფიოდ განვაცხადე, ვციტირებ: პალესტინელი ხალხის წყენა ვერ გაამართლებს "ჰამასის" შემზარავ თავდასხმებს. და შემდეგ გავაგრძელე ჩემი ინტერვენცია, ვგულისხმობდი პოზიციას, რომელიც ახლო აღმოსავლეთის კრიზისს გულისხმობს," - განაცხადა გუტერეშმა.

ინფორმაციას BBC ავრცელებს.


ცნობისთვის, ისრაელმა გაეროს გენერალურ მდივანს გადადგომისკენ მოუწოდა.

გაეროში ისრაელის ელჩი, გილად ერდანი აცხადებდა, რომ ქვეყანა, ისრაელი-ჰამასის კონფლიქტის შესახებ ანტონიო გუტერეშის განცხადების გამო, უარს იტყვის გაეროს ოფიციალური პირებისთვის ვიზების გაცემაზე.

BBC-ის ცნობით, თავის თავდაპირველ განცხადებაში გუტერეშმა განაცხადა, რომ „პალესტინელი ხალხის წყენა ვერ გაამართლებს „ჰამასის„ შემზარავ თავდასხმებს."

ამასთან, Financial Times-ის ცნობით, მან უშიშროების საბჭოს სხდომაზე ისაუბრა ღაზაში საერთაშორისო სამართლის „აშკარა დარღვევის“ შესახებ.


„სამოქალაქო პირების დაცვა არ ნიშნავს 1 მილიონზე მეტი ადამიანის ევაკუაციას სამხრეთით [ღაზას სექტორში, სადაც არ არის თავშესაფარი, საკვები, წამალი და საწვავი, შემდეგ კი, თავად სამხრეთის დაბომბვის გაგრძელება,“ - განაცხადა გუტერეშმა.

გუტერეშმა ასევე აღწერა “ჰამასის“ თავდასხმები, როგორც "საშინელი", მაგრამ აღნიშნა, რომ ისინი "ვაკუუმში არ მომხდარა" და არ ამართლებს "პალესტინელი ხალხის კოლექტიურ დასჯას."