ძებნის რეზულტატი: გადადგომისკენ
გარეგინ II-მ პრემიერ ფაშინიანს გადადგომისკენ მოუწოდა
სრულიად სომეხთა კათოლიკოსმა გარეგინ II-მ პრემიერ ნიკოლ ფაშინიანს გადადგომისკენ მოუწოდა. "ამჟამინდელ კრიზისულ პერიოდში ჩვენ მამა-შვილურად მოვუწოდებთ პრემიერ ნიკოლ ფაშინიანს, რყევების, შესაძლო შეტაკებების და ტრაგიკული მოვლენების თავიდან ასაცილებლად გადადგომის გადაწყვეტილება მიიღოს", - აღნიშნულია სომხების სულიერი ლიდერის მიმართვაში. ანალოგიური მოწოდებით გამოვიდა კილიკიის “დიადი სახლის” კათოლიკოსი არამ პირველიც. ერევნის დროით 12:00 სთ-ზე ოპოზიციის მიერ ნიკოლ ფაშინიანისთვის მიცემული ვადა ამოიწურა. ამასთან დაკავშირებით ოპოზიციამ დაუმორჩილებლობის მშვიდობიანი აქციების დაწყება დააანონსა.
ჯო ბაიდენი ნიუ-იორკის შტატის გუბერნატორს გადადგომისკენ მოუწოდებს
აშშ-ის პრეზიდენტი, ჯო ბაიდენი ნიუ-იორკის შტატის გუბერნატორს, ენდრიუ კუომოს გადადგომისკენ მოუწოდებს. „ის უნდა გადადგეს“, - განუცხადა ჟურნალისტებს აშშ-ის პრეზიდენტმა. ჟურნალისტების კითხვას, უნდა გაათავისუფლონ თუ არა ენდრიუ კუომო თანამდებობიდან, თუ ის უარს იტყვის გადადგომაზე, ჯო ბაიდენმა უპასუხა: ,,მე მესმის, რომ შტატის კანონმდებელმა იმპიჩმენტის გადაწყვეტილება შეიძლება მიიღონ", - ამბობს თეთრი სახლის ლიდერი. ნიუ-იორკის შტატის გენერალურმა პროკურორმა, ლეტიცია ჯეიმსმა განაცხადა, რომ ხუთთვიანი გამოძიების შედეგად დადგინდა, რომ ნიუ-იორკის შტატის გუბერნატორი, ენდრიუ კუომო სექსუალურად ავიწროებდა ქალებს და ფედერალურ და შტატის კანონებს არღვევდა. ენდრიუ კუომო ყველა ბრალდებას უარყოფს და ამბობს, რომ ის საქმიანობის გაგრძელებას აპირებს. კუომოს თქმით, ფაქტები "ბევრად განსხვავებულია იმისგან", რაც წარმოჩენილია ანგარიშში. "მინდა, რომ პირდაპირ ჩემგან იცოდეთ, რომ მე არასდროს არავის შევხებივარ შეუფერებლად ან გამიკეთებია შეუფერებელი სექსუალური შეთავაზება". – თქვა კუომომ.
ამერიკელი კონგრესმენი ვიქტორია სპარცი უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელს გადადგომისკენ მოუწოდებს
ამერიკელი კონგრესმენი ვიქტორია სპარცი უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელ ანდრეი ერმაკს გადადგომისკენ მოუწოდებს. გამოქვეყნებულ ოფიციალურ განცხადებაში სპარცი წერს, რომ ბევრი ამერიკელი და ევროპელი ერმაკის გამო სერიოზულ შეშფოთებას გამოთქვამდა. ამასთან, სპარცი ერმაკს ბრალს სდებს მის წინააღმდეგ ცილისმწამებლური კამპანიის დაწყებაშიც მას შემდეგ, რაც რამდენიმე დღის წინ, პრეზიდენტ ბაიდენის ადმინისტრაციას მიმართა, შეამოწმონ ერმაკის სანდოობა. "ერმაკი რომ სახელმწიფო მოხელე ყოფილიყო, როგორც ადამიანი ასეთი საეჭვო რეპუტაციის, ის ჯერ კიდევ ზამთარში დატოვებდა თანამდებობას. მაშინ, როცა უკრაინის მთავრობას არწმუნებდა, რომ რუსეთის მხრიდან თავდასხმა არ მოხდებოდა, რამაც შეამცირა უკრაინის მომზადების დონე. თუმცა არასდროსაა გვიანი სწორად მოქცევა", – აცხადებს სპარცი. ვიქტორია სპარცი(კულჰეიკო) აშშ-ის კონგრესის წარმომადგენელთა პალატის „რესპუბლიკელი“ წევრია. ის წარმოშობით უკრაინელია.
ისრაელმა გაეროს გენერალურ მდივანს გადადგომისკენ მოუწოდა
ისრაელის მუდმივმა წარმომადგენელმა გაეროში, გილად ერდანმა ორგანიზაციის გენერალური მდივანი ანტონიუ გუტერეში „ჰამასისადმი“ თანაგრძნობაში დაადანაშაულა. ელჩის მწვავე რეაქცია გაეროს გენერალური მდივნის პოზიციას მოჰყვა. გუტერეშმა ისრაელზე თავდასხმის წინაპირობად მრავალწლიანი ოკუპაცია მიიჩნია. ერდანმა გუტერეშს მოუწოდა, დაუყოვნებლივ გადადგეს. ისრაელის ელჩის თანახმად, აზრი არ აქვს ლაპარაკს მათთან, ვინც თანაუგრძნობს ისრაელის მოქალაქეების წინააღმდეგ ჩადენილ სისასტიკეს. გილად ერდანმა სოციალურ ქსელ X-ში(ყოფილი Twitter-ი) დაწერა, რომ გაეროს არ უნდა ხელმძღვანელობდეს გენერალური მდივანი, რომელიც გაგებით ეკიდება ბავშვების, ქალების და მოხუცების მასობრივ მკვლელობას. თავის მხრივ, ისრაელის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა, ლიორ ჰაიატმა BBC-ს განუცხადა, რომ გაეროს ხელმძღვანელის სიტყვით გამოსვლა „ჰამასის“ ტერორისტების სისასტიკესთან დაკავშირებით ცარიელი სიტყვების მხოლოდ ერთ წუთს მოიცავდა და ტერორიზმს ამართლებდა. „იმის ნაცვლად, რომ გამოვიდეს გზავნილით : „აღარასდროს“, ის რეალურად ეუბნება ტერორისტებს: „თქვენ გაქვთ ამის უფლება, ჩვენ ვიღებთ თქვენს სასტიკ ტერორიზმს, რადგან ისრაელი დამნაშავეა,“ - განაცხადა ჰაიატმა. 24 ოქტომბერს, გაეროს უშიშროების საბჭოს სხდომაზე გამოსვლისას, გენერალურმა მდივანმა ანტონიო გუტერეშმა განაცხადა, რომ 7 ოქტომბერს ისრაელზე „ჰამასის" თავდასხმა ცარიელ ადგილზე, „ვაკუუმში არ მომხდარა“, რადგან პალესტინელ ხალხს 56 წელია ოკუპაცია ახრჩობს და ძალადობას განიცდის. ამასთან, გუტერეშმა თქვა, რომ პალესტინელების უკმაყოფილება ვერ გაამართლებს „ჰამასის“ სასტიკ თავდასხმას, თუმცა, ამის გამო, პალესტინელი ხალხი კოლექტიურად არ უნდა დაისაჯოს. შეგახსენებთ, 7 ოქტომბერს, „ჰამასმა“, რომელსაც დასავლეთი ტერორისტულ დაჯგუფებად აღიარებს, ისრაელზე ყველაზე მასშტაბური თავდასხმა განახორციელა. ისრაელმა ღაზაზე საპასუხო იერიში დაიწყო. ორივე მხარე ასობით დაშავებულისა და დაღუპულის შესახებ იუწყება. ისრაელის თავდაცცვის ძალების ცნობით, „ჰამასმა" აიყვანა მძევლები და სამხედრო ტყვეები. ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ განაცხადა, რომ ისრაელი “ომშია“, "ჰამასი" უპრეცედენტო ფასსს გადაიხდის და ისრაელი გაიმარჯვებს. ისრაელმა ოფიციალურად 8 ოქტომბერს გამოაცხადა საომარი მდგომარეობა და მოახდინა 300 000 რეზერვისტის მობილიზება ტერორისტულ თავდასხმასა და „ჰამასის“ შეჭრაზე საპასუხოდ. 9 ოქტომბერს ისრაელის თავდაცვის მინისტრმა, იოავ გალანტმა გამოსცა ბრძანება ღაზის სექტორის სრული ბლოკადის შესახებ, რაც ნიშნავს, რომ მას აღარ მიეწოდება ელექტროენერგია, საწვავი და სურსათი. ისრაელზე თავდასხმები აშშ-მ, ევროკავშირმა, უკრაინამ და სხვა რიგმა ქვეყნებმა დაგმეს. აშშ-მ ისრაელს სამხედრო დახმარება გაუგზავნა. პირველი ტვირთი ისრაელმა 11 ოქოტომბერს მიიღო. 12 ოქტომბერს ენტონი ბლინკენი ისრაელში ჩავიდა. 13 ოქტომბერს კი, ისრაელს აშშ-ის თავდაცვის მდივანი ლოიდ ოსტინი ეწვია. პენტაგონის 14 ოქტომბრის განცხადებით, ისრაელის წინააღმდეგ მტრული ქმედებებისა და ომის გაფართოების მცდელობების შესაკავებლად, აშშ რეგიონში მეორე ავიამზიდის მოიერიშე ჯგუფს გზავნის. ისრაელ-“ჰამასის“ ომის დაწყების შემდეგ, 21 ოქტომბერს, ღაზის სექტორში ეგვიპტის გავლით პირველი ჰუმანიტარული დახმარება შევიდა. რაფაჰის გამშვები პუნქტი დროებით გაიხსნა. 22 ოქტომბერს ცნობილი გახდა, რომ აშშ ახლო აღმოსავლეთში დამატებით სარაკეტო თავდაცვის სისტემებს აგზავნის, სამხედროები კი, პოტენციური განლაგებისთვის მზადყოფნაში მოჰყავს.