ისრაელმა ეკონომიკის გახსნა დაიწყო, მოსახლეობის დაახლოებით ნახევარი COVID19-ის საწინააღმდეგო ვაქცინით უკვე აცრილია

ისრაელმა ეკონომიკის გახსნა დაიწყო იმ ფონზე, როდესაც მოსახლეობის ნახევარი კოვიდსაწინააღმდეგო ვაქცინით აიცრა. დღეს მაღაზიებმა და სავაჭრო ცენტრებმა მომხმარებლის შეზღუდული რაოდეობით მიღება დაიწყო, სკოლებში საშუალო კლასებს და საჯარო მომსახურების სხვა უწყებებს ანალოგიური უფლება მისცეს.

სავარჯიშო დარბაზები, სასტუმროები და თეატრები ხელმისაწვდომია ე.წ. „მწვანე საშვის“ მფლობელთათავის, ანუ მათთვის, ვინც ვაქცინაციის ეტაპი ერთი კვირის წინ დაასრულეს.

ისრაელის ჯანდაცვის სამინისტროს განცხადებით, Pfizer/BioNTech-ის ვაქცინა თითქმის 99 პროცენტით ეფექტიანია კორონავირუსით დაავადების მძიმე ფორმებსა და სიკვდილიანობის პრევენციის კუთხით.

ისრაელი იმუნიზაციის თვალსაზრისით მსოფლიოს წამყვანი ქვეყანაა - 9 მილიონი ადამიანიდან Pfizer/BioNTech-ის ვაქცინის ერთი დოზა თითქმის ნახევარს აქვს გაკეთებული, 2.9 მილიონ მოქალაქეს კი უკვე ორივე დოზა გაუკეთდა. ქვეყანა 16 წელს გადაცილებული ყველა მოქალაქის აცრას მარტის ბოლომდე გეგმავს.

აღსანიშნავია, რომ ვირუსი ისრაელში გავრცელებას განაგრძობს, ამის მიზეზი ახალი ვარიანტიც არის, რომელიც პირველად ბრიტანეთში აღმოაჩინეს და მას შემდეგ ათობით ქვეყანაში გავრცელდა.