NATO-ს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა შვედეთში, NATO-ს ინდუსტრიის ფორუმზე განაცხადა, რომ NATO-ს ურთიერთობა ინდუსტრიასთან უფრო მნიშვნელოვანი გახდა, ვიდრე ოდესმე. სტოლტენბერგის თქმით, ინდუსტრიის ლიდერები NATO-ს პრიორიტეტებთან შესაბამისობაში უნდა მოვიდნენ.
„ზოგიერთ ინვესტორს მცდარი წარმოდგენა აქვს, რომ თავდაცვის ინდუსტრია რაღაცნაირად არაეთიკურია, მაგრამ არაფერია არაეთიკური მოკავშირეების დაცვაში ან საკუთარი ქვეყნის დასაცავად უკრაინელი ჯარისკაცების დახმარებაში. ნამდვილად, ინდუსტრიის გარეშე, არ არსებობს თავდაცვა, შეკავება და უსაფრთხოება. მთავრობებს, ერებსა და თავდაცვის ინდუსტრიას შორის ურთიერთობა ყოველთვის მნიშვნელოვანია,“- განაცხადა სტოლტენბერგმა.
„ჩვენ უნდა გავაძლიეროთ წარმოება უკრაინის მოთხოვნილებების დასაკმაყოფილებლად, მაგრამ ასევე გავაძლიეროთ საკუთარი შეკავება და თავდაცვა,“ - აღნიშნა სტოლტენბერგმა.