ბაიდენის მრჩეველი: რამდენიმე კვირაში აშშ რუსეთს კიბერთავდასხმაზე უპასუხებს

უსაფრთხოების საკითხებში აშშ-ის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის მრჩეველმა ჯეკ სალივანმა ტელეკომპანია CBS-თვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა, რომ აშშ "რამდენიმე კვირაში" პასუხს გასცემს სავარაუდოდ რუსეთის კიბერთავდასხმას, რომელიც დეკემბერში აღმოაჩინეს და რომლის სამიზნეც აშშ-ის სამთავრობო უწყებები იყო. ამის შესახებ ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

მისი თქმით, შეერთებული შტატები იძიებს საეჭვო რუსულ კიბერშეტევას.

როგორც სალივანმა აღნიშნა, აშშ-ის პასუხი სავარაუდოდ მოჰყვება "ნანახი და ჯერ კიდევ უნახავი საშუალებების ნაზავს", და "ეს არ იქნება უბრალოდ სანქციები".

”ჩვენ დავრწმუნდებით, რომ რუსეთი გაიგებს, მსგავსი საქმიანობისას, თუ სად ავლებს საზღვარს შეერთებულ შტატები”, - თქვა სალივანმა.