სომხეთი ქვეყნის ტერიტორიაზე რუსული სამხედრო ბაზების შენარჩუნებაში, ერევნისთვის რაიმე სარგებელს ვერ ხედავს - ფაშინიანი

სომხეთი ვერ ხედავს სარგებელს თავის ტერიტორიაზე რუსული სამხედრო ბაზების ყოფნის გაგრძელებაში მას შემდეგ, რაც აზერბაიჯანმა სადავო რეგიონი მთიანი ყარაბაღი დაიბრუნა, ამის შესახებ სომხეთის პრემიერ-მინისტრმა Wall Street Journal-თან ინტერვიუში განაცხადა.

  • ფაშინიანის თქმით, ერევანი ამჟამად ეძებს ახალ პარტნიორებს, რადგან მოსკოვს არ შეუსრულებია სამოკავშირეო ვალდებულებები.

„ამ მოვლენებმა არსებითად მიგვიყვანა გადაწყვეტილებამდე, რომ ჩვენ უნდა გავამრავალფეროვნოთ ჩვენი ურთიერთობები უსაფრთხოების სფეროში და ჩვენ ვცდილობთ ამის გაკეთებას ახლა,“ განუცხადა პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა WSJ-ს.


მოგვიანებით, კრემლის სპიკერმა დიმიტრი პესკოვმა განაცხადა, რომ რუსეთის ხელისუფლებამ არაფერი იცის ფაშინიანის კომენტარების შესახებ. „ჩვენ ჯერ არ ვიცით, თქვა თუ არა მან ეს სიტყვები და თქვა თუ არა, სად, რა კონტექსტში. ჩვენ არ გვაქვს ასეთი ინფორმაცია," - ციტირებს პესკოვს საინფორმაციო სააგენტო "ინტერფაქსი."


102-ე რუსული სამხედრო ბაზა სომხეთში 1995 წლიდან მოქმედებს, დაახლოებით 3500 სამხედრო მოსამსახურით.

ფაშინიანმა უსაფრთხოების სფეროში რუსეთზე დამოკიდებულებას სტრატეგიული შეცდომა ბოლო პერიოდში არაერთხელ უწოდა.