ევროკავშირი, ნავალნის გამო, რუსეთისთვის ახალი სანქციების დაწესების თაობაზე დღევანდელ სხდომაზე იმსჯელებს. ამის შესახებ ინფორმაციას Deutsche Welle ავრცელებს.
ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში, ჟოზეპ ბორელმა განაცხადა, რომ რუსეთის სასამართლო განაგრძობს ნავალნის საქმეზე ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილების იგნორირებას. ამის შესახებ მან Twitter-ზე დაწერა.
"რუსეთის სასამართლო განაგრძობს ნავალნის საქმეზე ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილების იგნორირებას. ევროკავშირის 27 მინისტრთან ერთად, საგარეო საქმეთა საბჭოს სხდომაზე ევროკავშირის მოქმედებებს განვიხილავთ", - წერს ბორელი.