ელჩი მაქიი: მჭიდროდ ვთანამშრომლობთ ყველა მხარესთან, რათა 2024 წლის არჩევნები იყოს თავისუფალი და სამართლიანი

USAID-ის ადმინისტრატორის მოადგილე ევროპისა და ევრაზიის ბიუროში, ელჩი ერინ მაქიის განცხადებით, აშშ მჭიდროდ თანამშრომლობს საქართველოსთან, რათა მომდევნო არჩევნები თავისუფალ და სამართლიან გარემოში ჩატარდეს.

USAID-ის წარმომადგენლის თქმით, მხარს უჭერენ საქართველოს დემოკრატიის დაცვასა და შენარჩუნების უზრუნველყოფაში.


„ჩვენ ვიცით, რომ ღია, თავისუფალი, აყვავებული, დემოკრატიული საზოგადოება პუტინისა და კრემლისთვის სიგნალია. ჩვენ მჭიდროდ ვთანამშრომლობთ ცენტრალურ საარჩევნო კომისიასთან, სამოქალაქო საზოგადოებასთან, ყველა პარტიასთან, რათა 2024 წლის არჩევნები იყოს თავისუფალი, სამართლიანი და უდავო.

მავნებელ მოთამაშეებს ვერ შევუშლით ხელს დემოკრატიის შელახვის მცდელობაში, მაგრამ შეგვიძლია, დავიცვათ პროცესი, რათა არჩევნების შედეგი იყოს საქართველოს მოსახლეობის სურვილზე დაფუძნებული და ეჭვის ქვეშ არ დადგეს. სწორედ ამიტომ, მხარს გიჭერთ დემოკრატიის დაცვასა და შენარჩუნების უზრუნველყოფაში, რა ძალისხმევაც არ უნდა დასჭირდეს ამას,“ – განაცხადა ერინ მაქიიმ საზოგადოებრივი მაუწყებლის ცნობით.