ლიეტუველი პარლამენტარი ენტონი ბლინკენს მოუწოდებს, ნიკა მელიას მიმართ შესაძლო ქმედებებზე ყურადღება გაამახვილოს

ლიტვის სეიმის საგარეო კომიტეტის თავმჯდომარე ზიგიმანტას პავილიონისი აშშ-ის სახელმწიფო მდივანს ენტონი ბლინკენს მიმართავს და მოუწოდებს, ყურადღება გაამახვილოს ენმ-ის ლიდერის, ნიკა მელიას მიმართ ჩადენილ შესაძლო ქმედებებსა და აგრესიულ ტონზე. ამის შესახებ მან Twitter-ზე გამოაქვეყნა.

"დღეს ყველა პოლიტიკურმა პარტიამ, გარდა "ქართული ოცნებისა", გამოთქვა მშვიდობიანი დიალოგის დაწყების მზაობა. ბატონო ბლინკენ, დემოკრატიულმა ტრანსატლანტიკურმა საზოგადოებამ ყურადღება უნდა მიაქციოს აგრესიულ, ავტოკრატიულ ტონსა და შესაძლო ქმედებებს ქართული ოპოზიციის ლიდერის, ნიკა მელიას წინააღმდეგ", - წერს ზიგიმანტას პავილიონისი.