"ვარდების რევოლუციამ ეკონომიკა ბოლომდე გააპარტახა", - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა ირაკლი ღარიბაშვილმა პატრლამენტში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
მისი თქმით, ისედაც უიმედო მდგომაროებაში მყოფი ეკონომიკა ვარდების რევოლუციამ ბოლომდე გააპარტახა.
"მძიმე ათწლეულით დაღლილმა ჩვენმა ხალხმა მთელი იმედები ე.წ. "ვარდების რევოლუციაზე" დაამყარა, შედეგად კი მოჩვენებითი განვითარების ნაცვლად, ისედაც უიმედო მდგომარეობაში მყოფი ეკონომიკის ბოლომდე გაპარტახება მივიღეთ", - განაცხადა ღარიბაშვილმა.