ირაკლი ღარიბაშვილი ქვეყნის განვითარების ახალი, ამბიციური 10-წლიანი გეგმის შექმნას აპირებს

საქართველოს პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი ირაკლი ღარიბაშვილი ქვეყნის განვითარების ახალი, ამბიციური 10-წლიანი გეგმის შექმნას აპირებს. ამის შესახებ მან პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მან დეპუტატებს თავისი გეგმა და ხედვები გააცნო.

„პირველი 100 დღის განმავლობაში მთავარი პრიორიტეტები იქნება ქვეყანაში წესრიგის დამყარება და რიგი დესტრუქციული ძალების კონსტიტუციურ წესრიგში და ჩარჩოებში დაბრუნება. რა თქმა უნდა, ჩვენი მთავარი პრიორიტეტი იქნება ვაქცინების შემოტანა და განვითარების ახალი, ამბიციური 10-წლიანი გეგმის შემუშავება, რომლის შექმნასაც ჩემს გუნდთან და მთავარობასთან ერთად და თქვენი ჩართულობით ვაპირებ“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.