ესტონეთის პრემიერ-მინისტრის, კაია კალასის განცხადებით, უნგრეთი ევროკავშირის პრობლემა ხდება, რომელიც უნდა გადაიჭრას.
„ეს [უნგრეთი] ხდება პრობლემა, რომელიც ჩვენ უნდა გადავჭრათ. ჩვენ ადრეც გვქონდა განსხვავებული მოსაზრებები და მოვახერხეთ ერთიანობის შენარჩუნება, მაგრამ უნგრეთთან მიმართებით ეს სულ უფრო რთულდება," - განაცხადა კალასმა.
ესტონეთის პრემიერის თქმით, ევროკავშირს არ აქვს მძლავრი ინსტრუმენტი, რათა დაუპირისპირდეს იმას, რასაც უნგრეთი აკეთებს.
„უნგრეთს სჭირდება ევროკავშირი,“ - აღნიშნა კალასმა.
საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენლმა ჯოზეფ ბორელმა უნგრეთის პრემიერს შეახსენა, რომ მის ქვეყანას არავინ ავალდებულებს, ევროკავშირის წევრი იყოს. ამ სიტყვებით ბორელმა უნგრეთის პრემიერ-მინისტრს, ვიქტორ ორბანს უპასუხა, რომელმაც უნგრეთის ევროკავშირში გაწევრიანება საბჭოთა ოკუპაციის ორმოც წელს შეადარა.