"თქვენ პირადად ძალიან ნაყოფიერი, რთული, წინააღმდეგობებით აღსავსე ცხოვრება გამოგატარათ გამჩენმა"- დღეს პარალემნტში პრემიერ-მინისტრობის კანდიდატის სიტყვით გამოსვლისას, ასე მიმართა ირაკლი ღარიბაშვილს ქართული ოცნების დეპუტატმა, ლადო კახაძემ.
დღეს პარლამენტი პრემირ-მინისტრობის ახალ კანდიდატს ირაკლი ღარიბაშვილს და მთავრობის ახალ შემადგენლობის დამტკიცებას კენჭს უყრის. სხდომა ამ ახლაც მიმდინარეობს.
კახაძემ თანაგუნდელების მსგავსად პრემიერ-მინისტრობის კანდიდატის, ირაკლი ღარიბაშვილისადმი სიტყვით მიმართვა ქებით დაიწყო.
. ბევრი საქმის თაოსანი ბრძანდებოდით და არასოდეს ახალი ინიციატივების აღების არ შეგშინებიათ, მარტო C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამა რად ღირს, მაშინ ძნელი გადასაწყვეტი იყო ყოველივე ეს. ზუსტად თქვენი ხელმოწერა ამშვენებს ევროპასთან პირველ ნაბიჯებს, ვიზა ლიბერალიზაციას, თავისუფალი ვაჭრობის ელემენტებს, ნდობის ფაქტორის გაჩენას და დაგვირგვინდა ის, რომ ნატოსთან ურთიერთობის სამაგალითო ნიშნულზე აყვანილია ჯარი", - განაცხადა კახაძემ საკანონმდებლო ორგანოში ფრაქცია ქართული ოცნების სხდომაზე.
მინისტრთა კაბინეტის ახალი შემადგენლობისა და მთავრობის მეთაურის დამტკიცება მას შემდეგ გახდა აუცილებელი, რაც 18 თებერვალს გიორგი გახარიამ პრემიერმინისტრის თანამდებობა დატოვა.