ლაიენი ადასტურებს, რომ ევროკავშირი რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-12 პაკეტზე მუშაობს

ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლეიენმა ბრიუსელში გამართულ პრესკონფერენციაზე დაადასტურა, რომ "ევროკავშირი რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-12 პაკეტზე მუშაობს.

ევროკომისიის პრეზიდენტის თქმით, სანქციების ახალ პაკეტზე G7-ის ქვეყნებთან ერთად მუშაობენ.

„რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-12 პაკეტის მომზადების პროცესში ვართ. ვატარებთ კონსულტაციებს ევროკავშირის წევრ ქვეყნებთან. განვიხილავთ, როგორ შევამციროთ დარჩენილი შემოსავალი, რომელსაც რუსეთი ევროპაში და მის პარტნიორებთან ბრილიანტის ექსპორტიდან იღებს... ევროკავშირს სურს გააძლიეროს რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ უკვე შემოღებული ზომების ეფექტურობა," - განაცხადა ურსულა ფონ დერ ლაიენმა.

Bloomberg-ი 21 ოქტომბერს წერდა, რომ ევროკავშირი რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-12 პაკეტზე მუშაობას იწყებს


G7-ის ქვეყნები ოქტომბრის ბოლომდე გამოაცხადებენ რუსული ბრილიანტის იმპორტის შეზღუდვის მექანიზმს, რის შემდეგაც ევროკავშირი დაუყოვნებლივ დაასრულებს წინადადებას რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-12 პაკეტის შესახებ.