ირაკლი ღარიბაშვილი: ლიეტუელი დეპუტატის განცხადებები ჩვენთვის არაფერს ნიშნავს

საქართველოს პრემიერმინისტრობის კანდიდატის ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, მისთვის და მმართველი გუნდისთვის ლიეტუვის პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის, ჟიგიმანტას პავილიონისის განცხადებები არაფერს ნიშნავს.

ღარიბაშვილმა პავილიონი "ნაციონალურ მოძრაობასთან" დაკავშირებულ პერსონად მოიხსენია.

აღნიშნული განცხადება პრემიერობის კანდიდატმა ლიეტუველი დეპუტატის კრიტიკული განცხადებების საპასუხოდ გააკეთა. პავილიონმა მიმდინარე პოლიტკურ პროცესებზე შეშფოთებას გამოთქვა და ხელისუფლებას ავტორიტარულ გადაცდომებში დაადანაშაულა. ლიეტუელი დეპუტატის თქმით, ხელისუფლების გარდა, ყველა პარტიამ გამოთქვა მშვიდობიან მოლაპარაკებებში ჩართვის მზაობა.

“რა თქმა უნდა, ყოვლად მიუღებელი და ყოვლად აღმაშფოთებელია ის ფაქტი, რომ ნაცმოძრაობასთან პირდაპირ დაკავშირებული ერთ-ერთი ქვეყნის, მინდა აღვნიშნო, განსაკუთრებით გამორჩეული მეგობარი ქვეყნის, პარლამენტის ერთ-ერთი კომიტეტის თავმჯდომარის ასეთი განცხადებები არის ყოვლად მიუღებელი. მე მინდა აღვნიშნო, რომ ეს არის ყოვლად მიუღებელი სუვერენული თავმოყვარე ქვეყნისთვის.

მე მოვუწოდებს ამ ადამიანს და ჩვენს მეგობრებს, რომ მაქსიმალურად მოკლე ვადაში დაასრულონ ასეთი განცხადებები. ჩვენ ვართ სტუმართმოყვარე ქვეყანა, მაგრამ სტუმრების ასეთი შეურაცხყოფები ყოვლად მიუღებელია. აბსოლუტურად არაფერს ნიშნავს ამ ადამიანის განცხადებები პირადად შემთვის და ჩვენი გუნდისთვის. მე ამ ადამიანს და ყველას შევახსენებ, რომ ჩვენი გუნდი ჩვენი მოსახლეობის მიერაა არჩეული. ჩვენმა მოსახლეობამ მესამე მანდატი მოგვანიჭა, რომ გავაგრძელოთ ჩვენი ქვყენის მართვა. არავის აქვს უფლება მოგვიწოდოს გაუგებარი უსამართლო განცხადებებით” — ამბობს ირაკლი ღარიბაშვილი.