ხარკოვის დეველოპერებმა უკრაინის პირველი შიდა წარმოების განაღმვის მანქანა ხარკოვის ოლქის სამხედრო ადმინისტრაციას გადასცეს. ამის შესახებ ოლქის გუბერნატორმა ოლეგ სინიეჰუბოვმა განაცხადა.
ადმინისტრაციამ ორი მანქანა შეიძინა, მეორეს კი, ნოემბრის ბოლომდე მიიღებს.
მანქანამ ერთწლიანი გამოცდა გაიარა და ოფიციალურად, სერტიფიცირების პროცესი 2 აგვისტოს გაიარა.
ახალი მანქანა 16 ტონას იწონის, აღჭურვილია ავტომატური მართვის პანელითა და ოთხი სათვალთვალო კამერით. მუშაობს 300 მეტრის მანძილზე.
პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ 14 ოქტომბერს განაცხადა, რომ ნაღმებმა და აუფეთქებელმა საბრძოლო მასალამ უკრაინის ტერიტორიის მესამედი სახიფათო გახადა. მას შემდეგ, რაც რუსეთმა დაიწყო ომი უკრაინის წინააღმდეგ, უკრაინა გახდა ერთ-ერთი ყველაზე ძლიერ დანაღმული ქვეყანა მსოფლიოში.