"ნამდვილად რაღაც არის შესაცვლელი და რა არის შესაცვლელი?", - პარლამენტის წევრმა ლადო კახაძემ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატს ირაკლი ღარიბაშვილს, რომელიც პარლამენტში სიტყვით გამოდიოდა, რამდენიმე კითხვა დაუსვა.
„თქვენ როგორ ფიქრობთ, რას შეცვლის თქვენი მოსვლა პრემიერ-მინისტრის პოსტზე ამ პანდემიის დროს? როგორ ხედავთ, რა არის შესაცვლელი, რაღაცა არის შესაცვლელი ნამდვილად, ამას მოსახლეობა ჩვენთან ერთად გრძნობს და თქვენი ხედვა მინდა...პანდემია გლობალური პრობლემაა და დღეს დედამიწა საავადმყოფში იმყოფება. ყველა პაციენტი გამოსვლაზე ფიქრობს და თქვენი ხედვა მაინტერესებს პოსტპანდემიის პერიოდში აღდენის და სითავისუფლის უკან დაბრუნების გზაზე“, - ჰკითხა დეპუტატმა პრემიერობის კანდიდატს.