COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინა მარტში შემოვა - შეზღუდვების 80% ამ კვირიდან მოიხსნება

COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინა მარტში შემოვა - შეზღუდვების 80% ამ კვირიდან მოიხსნება. ამის შესახებ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა ირაკლი ღარიბაშვილმა პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას ისაუბრა.

“ჩვენ, ამ კვირაში გვექნება პირველი საკოორდინაციო საკოორდინაციო საბჭოს სხდომა, სადაც გამოვაცხადებთ კონკრეტული შემსუბუქების ღონისძიებებს. თქვენ მიერ დაყენებული საკითხების 80 პროცენტი, შემიძლია დაგიდასტუროთ, რომ შემსუბუქდება. შემსუბუქებები ამ კვირიდანვე ამოქმედდება,” – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

პრემიერ-მინისტობის კანდიდატმა აღნიშნა, რომ კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა საქართელოში მარტში შემოვა.

„რაც შეეხება კითხვას, როდის შემოვა ვაქცინა - პირველი ვაქცინა, როგორც მე მინისტრისგან მოვისმინე, შემოვა მარტის თვეში, და ბატონი ლადო კახაძის კითხვას რაც შეეხება, 60%, რაც არის რეკომენდებული ნიშნული და მიზანი, წლის ბოლოს ჩვენ მოსახლეობის 60%-ს ჩავუტარებთ ვაქცინაციას. რა თქმა უნდა, ნებაყოფლობითია და ყველა მოქალაქეს, ვისაც ექნება სურვილი, უზრუნველვყოფთ ვაქცინაციას“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.