ჩეხეთის თავდაცვის მინისტრმა, იანა ჩერნოხოვამ გაერო „ისრაელის წინააღმდეგ მოქმედებისთვის და უუნარობისთვის“ მწვავედ გააკრიტიკა.
მინისტრის შეფასებით, „სამწუხაროდ, უკრაინასა და ისრაელში ომებმაც კი სრულებით ვერ შეცვალეს გადაწყვეტილებების მიღებისა და ფუნქციონირების პროცესი გაეროში.“
„მრცხვენია გაეროსი გამო. ჩემი აზრით, ჩეხეთის რესპუბლიკა არაფერს უნდა ელოდოს ისეთი ორგანიზაციისგან, რომელიც ტერორისტებს უჭერს მხარს და არ სცემს პატივს თავდაცვის ძირითად უფლებას. მოდით, გავიდეთ. სამი კვირის წინ „ჰამასმა“ 1 400-ზე მეტი ისრაელელი მოკლა, ეს უფრო მეტი მსხვერპლია, ვიდრე „ალ-ქაიდამ“ 2001 წლის 11 სექტემბერს ამერიკაში მოკლა. „ჰამასის“ ტერორისტების მიერ ჩადენილი უპრეცედენტო ტერაქტის წინააღმდეგ ნათლად მხოლოდ 14 ქვეყანა დადგა, მათ შორის, ჩვენც,“ – განაცხადა ჩერნეხოვამ.
27 ოქტომბერს გაეროს გენერალურმა ასამბლეამ 120 ხმით 14-ის წინააღმდეგ მიიღო რეზოლუცია, რომელიც მხარეებს ღაზის სექტორში „დაუყოვნებლივი, გრძელვადიანი და მდგრადი ჰუმანიტარული ზავისკენ“ მოუწოდებს.