ოკუპირებულ ცხინვალში „საქართველოსკენ ეკონომიკური გზის გახსნის“ იდეა განიხილეს

ე.წ. სამხრეთ ოსეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის ე.წ. პარლამენტის წევრი, ზაზა დრიაევი, „საქართველოსკენ ეკონომიკური გზის გახსნის“ იდეით გამოვიდა. ამის შესახებ ინფორმაცია ე.წ. სამხრეთ ოსეთის ე.წ. პარლამენტის ვებგვერდზე გამოქვეყნდა.


ე.წ. პარლამენტის პრესსამსახურის ცნობით, „დეპუტატმა“ აცამაზ კასაევმა ცხინვალის გავლით რუსეთსა და საქართველოს შორის ტრანზიტის ინიციატივაზე ისაუბრა და დე ფაქტო მთავრობის მხრიდან ყურადღების ნაკლებობაზე მიუთითა.

„ოფიციალურ ცხინვალს ამ საკითხთან დაკავშირებით არანაირი განცხადება არ ჰქონია. თუ ჩვენ დამოუკიდებელი რესპუბლიკა ვართ და ასეთი საკითხები ჩვენი მონაწილეობის გარეშე განიხილება, მაშინ ასეთ განცხადებებზე რეაგირება ადეკვატური უნდა იყოს,“ - განაცხადა კასაევმა.


ე.წ. პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის პეტრ გასიევის განცხადებით, გზის გახსნის წინადადება „კერძო ინიციატივაა.“

ე.წ. პარლამენტის პრესსამსახურის ცნობით, ე.წ. დეპუტატმა ზაზა დრიაევმა იმედი გამოთქვა, რომ მისი კოლეგები მხარს დაუჭერენ მის პოზიციას გზის გახსნასთან დაკავშირებით.


ჩვენ გვაქვს საბაჟო, გვაქვს სასაზღვრო სამსახური, ეს არის დამატებითი შემოსავალი ბიუჯეტში. პროდიქტები სამი საბაჟო განყოფილების საშუალებით შემოდის და თუ საქონლის საწყისი ფასი 20 რუბლია, აქ ჩამოსვლის შემდეგ, ეს უკვე 200-250 რუბლი ღირს,“ - განაცხადა “დეპუტატმა.“