"არავინ იცის როდის დასრულდება კორონავირუსით გამოწვეული პანდემია. საკმარისი აღარ არის წინა ხელისუფლებასთან შედარება, საჭიროა გავაათმაგოთ ძალისხმევა", ამის შესახებ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა ირაკლი ღარიბაშვილმა პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
"მთელს მსოფლიოში იცვლება რეალობა. დღეს ჩვენ ომში ვართ უხილავი მტრის წინააღმდეგ. სახეზე არის უმძიმესი შედეგები, მწვავე ეკონომიკური კრიზისი, ჯერ კიდევ არ ვიცით როდის დასრულდება ეს პანდემია და უხილავი ომი, ამიტომ საკმარისი აღარ არის წინა ხელისუფლებასთან შედარება მხოლოდ. საჭიროა გავაათმაგოთ ძალისხმევა, რათა შევძლოთ გარღვევა ეკონომიკაში", - განაცხადა ღარიბაშვილმა.