ირაკლი ღარიბაშვილმა საქართველოში წმინდა საყდრის დესპანთან გამოსამშვიდობებელი შეხვედრა გამართა

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა საქართველოში წმინდა საყდრის დესპანთან, ჟოზე აველინო ბეტანკურთან გამოსამშვიდობებელი შეხვედრა გამართა.

„მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრაზე საქართველოსა და ვატიკანს შორის არსებული თანამშრომლობის საკითხები განიხილეს; დადებითად შეაფასეს თანამშრომლობის დინამიკა კულტურის, მეცნიერებისა და განათლების სფეროში. პრემიერ-მინისტრმა ხაზი გაუსვა საქართველოსა და წმინდა საყდარს შორის არსებულ მეგობრულ კავშირებს.

 ირაკლი ღარიბაშვილმა ჟოზე აველინო ბეტანკურს ორ ქვეყანას შორის არსებული მეგობრული ურთიერთობების კიდევ უფრო განმტკიცებასა და გაღრმავებაში შეტანილი წვლილისთვის, ასევე − საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერისათვის მადლობა გადაუხადა და სამომავლო საქმიანობაში წარმატებები უსურვა,“ - ნათქვამია მთავრობის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ ინფორმციაში.