ირაკლი ღარიბაშვილი: ჩვენთვის ცნობილია ყველა ის პირი, რომელიც აშშ-ის ადმინისტრაციაში დაბრუნდა

"ჩვენთვის ცნობილია ყველა ის პირი, რომელიც აშშ-ის ადმინისტრაციაში დაბრუნდა", - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა, ირაკლი ღარიბაშვილმა პარლამენტში, ფრაქცია „ქართული ოცნების“ სხდომაზე განაცხადა.

მისი თქმით, საგარეო საქმეთა მინისტრს დავით ზალკანიანს უკვე ჰქონდა კონტაქტები ამერიკელ კოლეგებთან.

"ბატონი დავით ზალკალიანი ძალიან ნაყოფიერად აგრძელებს მუშაობას და მინდა მას მადლობა გადავუხადო. ის არის ვიცე-პრემიერი და მინდა გითხრათ, რომ მას უკვე ჰქონდა კონტაქტები თავის ამერიკელ კოლეგასთან", - აღნიშნა ღარიბაშვილმა.

ირაკლი ღარიბაშვილმა ასევე გაიხსენა პრემიერ-მინისტრობის პერიოდი, როდესაც მას ამერიკულ ადმინისტრაციასთან უმაღლესი დონის შეხვედრა ჰქონდა.

„ჩვენთვის ცნობილია ყველა ის პირი, რომელიც აშშ-ის ადმინისტრაციაში დაბრუნდა. ისინიც გვიცნობენ ჩვენ და აქედან გამომდინარე ველი იმას, რომ გვექნება მჭიდრო და ნაყოფიერი თანამშრომლობა ამერიკასთან“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.