2008 წლის რუსეთ-საქართველოს აგვისტოს ომიდან 12 წელი შესრულდა. საქართველოში რუსული ინტერვენციის შედეგად დაიღუპა საქართველოს 228 მშვიდობიანი მოქალაქე, 14 პოლიციელი, დაიჭრა - 1747, სახლები დატოვა თითქმის 150 000-მა ადამიანმა, მათგან დღემდე დევნილობაში რჩება 30 000-მდე. რაც შეეხება ომში დაღუპულ სამხედრო მოსამსახურეებს, თავდაცვის სამინისტროს მონაცემებით, სულ დაღუპულად 169 სამხედრო მიიჩნევა, აქედან ხუთი უგზო-უკვლოდ დაკარგულია.
EUROPETIME.EU საკუთარ ვებგვერდზე სპეციალურ რუბრიკას მიუძღვნის ომში დაღუპულ გმირებსა და მათ ოჯახებს.
წლის განმავლობაში შემოგთავაზებთ, თუ როგორ აგრძელებენ ცხოვრებას გმირების ოჯახები, რა აწუხებთ და რა უხარიათ. მოგითხრობთ მათ შვილებზე.
რუბრიკას ვიწყებთ საქართველოს ეროვნული გმირის გიორგი ანწუხელიძისა და აგვისტოს ომის კიდევ ერთი გმირის უშანგი (შმაგი) სოფრომაძის მეუღლეების ინტერვიუებით.
საქართველოს ეროვნული გმირის გიორგი ანწუხელიძის მეუღლე მაკა ჩიკვილაძე გვიყვება, როგორი იყო მისი და გიორგის თანაცხოვრების პერიოდი.
"სულ ორი წელი ვიყავით ერთად, როცა ის დაიღუპა პირველი შვილი ლევანი 10 თვის იყო ხოლო მე სამი თვის ორსული, გიორგი ვერ მოესწრო ანას დაბადებას,მაგრამ მისი დაბადებით ნატვრა აუხდა,ის გოგოს დაბადებაზე ოცნებობდა" - ყვება გმირის მეუღლე.
მაკა ამბობს რომ დღემდე ვერ შეძლო ბოლომდე ენახა ის კადრები,თუ როგორ აწამებენ ოკუპანტები გიორგის.. ამოსაცნობად სულ რამოდენიმე წამი აქვს ნანახი..
შმაგი სოფრომაძის მეუღლე თეა ტაბატაძე გვიყვება, როგორი იყო მისი ცხოვრება მეუღლესთან და მისი დაკარგვის შემდეგ.
„საქართველოს დამოუკიდებლობა მისთვის ძალიან ღირებული იყო. სამეგობროც ასეთი ჰყავდა, პატრიოტი ბიჭები. როცა გავიგე, რომ ტყვედ ჩავარდა, მაშინ მივხვდი, რომ ის იქიდან ცოცხალი ვერ დაბრუნდებოდა. ის თავისი ღირსებისთვის ბოლომდე იბრძოლებდა“ - ყვება თეა ტაბატაძე.
ის ყურადღებას ამახვილებს იმაზე, თუ რაოდენ მნიშვნელოვანია ყველამ გაითავისოს ის ფაქ
ტი, რომ რუსეთი ჩვენი ყველასი საერთო დიდი მტერია.
„მინდა ამ საკითხზე არასდროს ვიკამათოთ. საზოგადოება იყოს ერთიანი. რუსეთს ერთი სახე აქვს, რომელსაც სულ გვიჩვენებს, გავიხსენებ შარშანდელ ფაქტს, როცა ზაფხულში ფრენა აკრძალა რუსეთ-საქართველოს შორის ტურისტულ სეზონზე და ამ კუთხით საქართველოს დაზარალება კიდევ ერთხელ სცადა. ამიტომ რუსეთი ერთია და ის მტერია"- ამბობს აგვისტოს რუსეთ-საქართველოს ომში დაღუპილი შმაგი ტაბატაძის მეუღლე.