ღარიბაშვილის განცხადებით, "ქართუ ბანკის" საქმეზე მელიას სასჯელში “ოცნების” და ივანიშვილის ჰუმანურობა გამოჩნდა

პრემიერ-მინისტრობის კანდიდატის ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, „ქართუ ბანკის" საქმეზე, ნიკა მელიას სასჯელის განსაზღვრაში “ქართული ოცნების” და ბიძინა ივანიშვილის „ჰუმანური დამოკიდებულება“ ჩანდა.

ამის შესახებ ღაირბაშვილმა პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას ისაუბრა.

"მელია კრიმინალია, იმიტომ რომ სასამართლომ ის შერცხა „კრიმინალად“ ბანკი „ქართუ-ს“ გაკონტრების საქმეზე... ბატონი მელია, მე შეგახსენებთ, რომ არის გასამართლებული, მას მიემართა კონკრეტული სასჯელი ბანკი „ქართუს“ გაკონტრების საქმეზე, ამაშიც გამოჩნდა ჩვენი ჰუმანური პოლიტიკა და ყოფილი თავმდჯომარის, ბატონი ივანიშვილის დამოკიდებულება საკითხებისადმი. მას პირობითი სასჯელი მიესაჯა და ჯარიმა, რომელიც მან გადაიხადა.. ანუ ის არის ჩვეულებრივი კრიმინალი. ეს კრიმინალი გამოაცხადეს პარტიის თავმჯდომარედ სამი თვის წინ და გვეუბნებიან, რომ მან იმ მძიმე დანაშაული, რომელიც ჩაიდინა სავარაუდოდ, და რომელსაც იძიებს შს სამინისტრო და პროკურატურა – ვგულისხმობ, პარლამენტზე შტურმის ორგანიზებას და ძალადობრივი გზით ხელისუფლების დამხობის მცდელობას, გვეუბნებიან, რომ მიუხედავად ამისა, არ უნდა შევეხოთ მელიას. მე ვეკითხები – რომელ ქვეყანაში გინახავთ, რომ მსგავსი ტიპის მძიმე დანაშაულისთვის ადამიანებს ინდულგენციებს აძლევდნენ და როდის ყოფილა, რომ პოლიტიკური პარტია გამხდარა ასეთი კრიმინალების თავშესაფარი,“ – განაცხადა ღარიბაშვილმა.

ცნობისთვისმ “ქართუ ბანკის” ხელოვნურად გაკოტრების საქმეზე ნიკა მელიას 25 000 ლარის ოდენობის ჯარიმა შეეფარდა და 3 წლის ვადით თანამდებობის დაკავების უფლება შეეზღუდა, რაც ამნისტიით, 2 წელსა და სამი თვემდე შემცირდა.