უზბეკეთის სასამართლომ უკრაინის წინააღმდეგ ომში დაქირავებულის სახით მონაწილეობისთვის აღძრული საქმის (სისხლის სამართლის კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილი) ფარგლებში პირველი განაჩენი გამოიტანა.
სასამართლომ 38 წლის უზბეკი ილდარ ხაირულინი დამნაშავედ ცნო და მას ხუთი წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.
გამომძიებლების თქმით, ხაირულინი 2014-2015 წლებში დონეცკის რეგიონში, ე.წ. "დონეცკის სახალხო რესპუბლიკის დანაყოფის შემადგენლობაში იბრძოდა უკრაინის წინააღმდეგ. გამოძიებამ, დანაშაულის მტკიცებულებად, კერძოდ, მოიყვანა ილდარ ხაირულინის პროფილი უკრაინულ ვებგვერდზე "მშვიდობისმყოფელი", რომელიც შეიცავს ინფორმაციას უკრაინის წინააღმდეგ რუსული არმიის რიგებში მებრძოლი დაქირავებულების შესახებ.
მსჯავრდებულის ახლობლები აცხადებენ, რომ ის უკრაინის ომში არ მონაწილეობდა, იქ არ წასულა და ბრალდების დროს რუსეთში იმყოფებოდა. თუმცა ამავე დროს, მსჯავრდადებულის ნათესავებმა აღიარეს, რომ საიტ „მშვიდობისმყოფელზე“ განთავსებულ ფოტოზე, სამხედრო ფორმაში და იარაღით ხელში, მართლაც ხაირულინია აღბეჭდილი. ილდარის ძმამ, ლენურ დავლეშინმა რადიო "ოზოდლიკს" (რადიო თავისუფლების ტაჯიკური სამსახური) განუცხადა, რომ „მშვიდობისმყოფლის“ ვებგვერდზე განთავსებული ფოტო ხაირაულინმა რუსეთში ყოფნის დროს გადაიღო და ფოტოზე აღბეჭდილი იარაღი არ არის ცეცხლსასროლი.
მსჯავრდებულის ძმამ ასევე განაცხადა, რომ ხაირულინი 2023 წლის მაისში, სრულიად განსხვავებული მიზეზით, ქონების გარშემო საკუთარ დედასთან მომხდარი კონფლიქტის გამო დააპატიმრეს დააპატიმრეს