პირველი ნოემბრიდან 15 ნოემბრის ჩათვლით, სეზონური გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაცია, ყველა მსურველისთვის უფასოა.
დაავადებათა კონტროლის ცენტრის ცნობით, ვაქცინაცია, იმუნიზაციის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, ოთხ-კომპონენტიანი Abbott Biologicals B.V.-ის წარმოების ვაქცინით იქნება შესაძლებელი.
უწყებაში აცხადებენ, რომ ვაქცინა მორგებულია იმ შტამებზე, რომლთა ცირკულაცია მოსალოდნელია გრიპის სეზონზე.
NCDC-ის ცნობით, აცრა ვაქცინაციის სერვისის მიმწოდებელ ნებისმიერ სამედიცინო დაწესებულებაში შესაძლებელია 6 თვის ასაკიდან და ბენეფიციარებისთვის სრულად უფასოა.
დაწესებულებების ჩამონათვალი ხელმისაწვდომია ბმულზე.