"ვადამდელი არჩევნები დაიდოს" - ახალი მთავრობის დამტკიცების პარალელურად აქცია იმართება

მოძრაობა "საქართველოსთვის" წევრებმა სხვადასხვა ადგილზე აქცია გამართეს. მათ მშვიდობის ხიდთან ბანერი წარწერით "ვადამდელი არჩევნები დაიდოს" გადმოფინა.

სამოქალაქო აქტივისტები ახალი მინისტრთა კაბინეტის დამტკიცებას აპროტესტებენ და ამბობენ, რომ მათ მთავარ მოთხოვნად რიგგარეშე არჩევნების დანიშვნა რჩება.

მოძრაობა "საქართველოსთვის" თბილისში აქციებს 2020 წლის 31 ოქტომბრის არჩევნების შემდეგ მართავს. ისინი წინა არჩევნებს გაყალბებულს უწოდებენ და რიგგარეშე არჩევნებს ითხოვენ.

დღეს პარლამენტი ახალ მინისტრთა კაბინეტს და პრემიერმინისტრობის კანდიდატს, ირაკლი ღარიბაშვილს ოფიციალურად დაამტკიცებს.