პარლამენტთან გამართულ აქციაზე პოლიციამ ერთი აქტივისტი დააკავა

პარლამენტთან გამართულ აქციაზე პოლიციამ "ევროპული საქართველოს" ახალგაზრდული ფრთის წევრი, ლაშა ელიაძე დააკავა.

აქციის მონაწილეები ქართული ოცნების რუსეთისადმი დამოკიდებულება აპროტესტებენ. მათ პარლამენტთან განთავსებულ დროებით კედელზე ანტისაოკუპაციო წარწერის გაკეთება სურდათ, რისი საშუალებაც პოლიციამ არ მისცა.

აქციის მონაწილე ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლით დააკავეს, რაც პოლიციისადმი დაუმორჩილებლობას გულისხმობს.