იორდანიამ ისრაელიდან ელჩი გაიწვია. ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, გადაწყვეტილება ღაზის სექტორში შექმნილი ვითარების გამო, პროტესტის ნიშნად მიიღეს. „ელჩი თელ-ავივში მხოლოდ იმ შემთხვევაში დაბრუნდება, „თუ ისრაელი შეაჩერებს ომს ანკლავზე და დაასრულებს „მის მიერ გამოწვეულ ჰუმანიტარულ კრიზისს“, განაცხადა საგარეო საქმეთა მინისტრმა აიმან საფადიმ.
„ეს არის იორდანიის პოზიციის გამოხატვა, რომელიც უარყოფს და გმობს ისრაელის ომს ღაზის სექტორში; რომელიც კლავს უდანაშაულო ადამიანებს და იწვევს უპრეცედენტო ჰუმანიტარულ კატასტროფას,“ - აღნიშნა საფადიმ.