მომღერალი ზურაბ დოიჯაშვილი ისრაელიდან საქართველოში ჩამოასვენეს

მომღერალი ზურაბ დოიჯაშვილი ისრაელიდან საქართველოში ჩამოასვენეს.

საქართველოს კულტურის პალატის პრეზიდენტის, დავით ოქიტაშვილის ინფორმაციით, სამოქალაქო პანაშვიდი 24 თებერვალს, ანჩისხატის ტაძარში, 15:00 საათიდან გაიმართება.

მომღერალს 25 თებერვალს, საბურთალოს სასაფლაოზე დაკრძალავენ.

შეგახსენებთ, რომ მომღერალი ზურა დოიჯაშვილი 14 თებერვალს ისრაელში გარდაიცვალა. ის ისრაელის ერთ-ერთ კლინიკაში მკურნალობდა. ბოლო პერიოდში კი მართვით სუნთქვაზე იმყოფებოდა.