ფილიპინები ჩინეთს მის ტერიტორიულ წყლებში შეჭრაში ადანაშაულებს

ფილიპინების საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, ორი ჩინური საბრძოლო ხომალდი სამხრეთ ჩინეთის ზღვის იმ ნაწილში შეიჭრა, რომელსაც ფილიპინები საკუთარ ტერიტორიულ წყლებად მიიჩნევს.

განცხადებას ავრცელებს ოფიციალური პეკინიც. მისი მიხედვით, წყლები, სადაც ჩინური ხომალდები გადაადგილდებიან ჩინეთს ეკუთვნის და მათ საერთაშორისო სამართლის პრინციპები არ დაურღვევიათ.


კუნძული ჰუანგიანი და მისი აკვატორია ჩინეთისა და ფილიპინების მუდმივი დავის საგანია. კუნძულზე ოფიციალურმა პეკინმა კონტროლი 2012 წელს დაამყარა, რასაც ფილიპინები უკანონოს უწოდებს.