მინსკში ბელარუსის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეს იგორ ნაზარუკსა და ბელორუსში საქართველოს საქმეთა დროებით რწმუნებულს გიორგი საგანელიძეს შორის შეხვედრა გაიმართა. ამის შესახებ ბელორუსის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსამსახური იტყობინება.
„შეხვედრაზე განიხილეს ბელორუსულ-ქართული დიალოგის აქტუალური საკითხები. მიღწეულია შეთანხმება ორმხრივი ინტერესის საკითხებზე ურთიერთქმედების გააქტიურების შესახებ,“ - აცხადებენ დეპარტამენტში.
შეგახსენებთ, ალექსანდრ ლუკაშენკო ოკუპირებულ აფხაზეთში გასული წლის სექტემბერში ჩავიდა, რის შემდეგაც ბელორუსის ელჩი პროტესტის ნიშნად დაიბარეს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში. ასევე 2022 წლის სექტემბერში საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ მან „გადაიდო და ხელი არ მოაწერა ბელორუსში საქართველოს ახალი ელჩის დანიშვნას.“