აშშ-ში კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობა პირველ და მეორე მსოფლიო ომში დაღუპულთა რაოდენობას აღემატება

აშშ-ი COVID-19-ით გარდაცვლილთა რიცხვმა უკვე 500 ათასს გადააჭარბა. აღნიშნული მონაცემებენი საიტ Worldometer-ზე არის გამოქვეყნებული. ცნობისთვის, ვირუსით უფრო მეტი ამერიკელი დაიღუპა, ვიდრე პირველ და მეორე მსოფლიო ომში. აგრეთვე ეს რიცხვი მეტია, ვიეტნამის ომში დაღუპულთა რაოდენობაზეც.

ცნობისთვის, აშშ მსოფლიოში პირველ ადგილზეა კორონავირუსით ინფიცირებულთა და გარდაცვლილთა რაოდენობით. პანდემიის დაწყებიდან აშშ-ში 28 მილიონზე მეტი ადამიანი დაავადდა COVID-19-ით.

მეორე ადგილზეა ინდოეთი, სადაც კორონავირუსით ინფიცირების 11 მილიონი დადასტურებული შემთხვევა გამოვლინდა.

ბრაზილიაში, რომელიც მესამე ადგილზეა, კორონავირუსი 10 მილიონზე მეტ ადამიანს დაუდგინდა.

მეოთხეა რუსეთი. იქ დაავადება აღმოაჩნდა ოთხ მილიონზე მეტ ადამიანს.