ავერსის“ კლინიკიდან გაქცეული სამი პატიმრიდან ერთ-ერთი დაკავებულია. ინფორმაციას იუსტიციის სამინისტროში ადასტურებენ.
შეგახსენებთ, „ავერსის“ კლინიკიდან 3 პატიმარი გაიქცა. შემთხვევა, 1-ელ ნოემბერს დაახლოებით, 13:00 საათზე მოხდა. კლინიკის ცნობით, პატიმრები კლინიკაში სამედიცინო კვლევაზე ჰყავდათ მიყვანილი.