ენტონი ფაუჩი - წლის ბოლომდე აშშ-ში ეფექტური და უსაფრთხო ვაქცინის რამდენიმე მილიონი დოზა გვექნება

აშშ-ის ალერგიისა და ინფექციური დაავადებების ეროვნული ინსტიტუტის დირექტორის, ენტონი ფაუჩის განცხადებით, წლის ბოლომდე აშშ-ში ეფექტური და უსაფრთხო ვაქცინის რამდენიმე მილიონი დოზა იქნება.

„ჩვენ ნოემბერ-დეკემბერში უკვე გვეცოდინება, გვაქვს თუ არა ეფექტური და უსაფრთხო ვაქცინა. დიდი ალბათობით, წლის ბოლომდე ქვეყანაში მისი რამდენიმე მილიონი დოზა გვექნება“, - განაცხადა ფაუჩიმ.

მან იმედი გამოთქვა, რომ უკვე 2021 წლის გაზაფხულისთვის ვაქცინა აშშ-ის თითოეული მოაქალაქისთვის იქნება ხელმისაწვდომი. აშშ-ში ამჟამად ვაქცინის შექმნაზე რამდენიმე კომპანია მუშაობს.