კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში მყოფი იტალიის ელჩი ლუკა ატანასიო და მისი თანმხლები კარაბინერი გაეროს საავტომობილო კოლონაზე თავდასხმის შედეგად გარდაიცვალნენ. აღნიშნულის შესახებ განცხადება იტალიის საგარეო საქმეთა სამინისტრომ გამოაქვეყნა. ინფორმაციას Abcnews-ი ავრცლებს.
გავრცელებული ინფორმაციით, დიპლომატი მსოფლიო სასურსათო ორგანიზაციის ავტოკოლონით გადაადგილდებოდა.
ავტომობილები რუანდასთან საზღვრის ახლოს, ქალაქ გომას რაიონში დაცხრილეს. ელჩი ადგილობრივ საავადმყოფოში მიიყვანეს, სადაც ჭრილობებისგან გარდაიცვალა.
კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკის აღმოსავლეთ ნაწილში, სადაც თავდასხმა მოხდა, სამოქალაქო ომის შემდეგ ათობით შეიარაღებული დაჯგუფება მოქმედებს.