რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი და ბელარუსის ლიდერი ალექსანდრე ლუკაშენკო ერთამენეთს სოჭში ხვდებიან. ამის შესახებ ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.
სახელმწიფოთა მეთაურების დღევანდელი შეხვედრა წელს პირველია. ლუკაშენკოსა და პუტინის შეხვედრის შესახებ ცნობილი გასულ კვირას გახდა.
რუსეთის პრეზიდენტის პრესსამსახურის ცნობით, სახელმწიფოთა მეთაურები განიხილავენ "სტრატეგიული პარტნიორობისა და ალიანსის რუსეთ-ბელორუსის ურთიერთობების განვითარების მნიშვნელოვან საკითხებს". კერძოდ, დაგეგმილია განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდეს მსხვილ ერთობლივ პროექტებზე სავაჭრო, ეკონომიკურ, ენერგეტიკულ, კულტურულ და ჰუმანიტარულ სფეროებში, აგრეთვე ევროკავშირის ინტეგრაციის პროცესებსაც განიხილავნ.
როგორც რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა დიმიტრი პესკოვმა განაცხადა, ”ჩვენ შეიძლება ველოდოთ ძალიან ხანგრძლივ მოლაპარაკებებს”.